Copyright 2018 - Created by Tamar Samsonidze

ივლისისი თვეში, მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრში ჩატარებულ ყველა სპექტაკლს რეპატრირებული მესხები დაესწრებიან.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მათ ერთ თვეზე გათვლილი აბონიმენტები დაურიგა.
,,გვინდოდა რაღაც სიახლე შეგეთავაზებინა რეპატრირებულებისთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ აბონიმენტები მიგვეცა. ისინი არ არიან ამით განებივრებულები, შარშანაც ჩვენ წავიყვანეთ და როგორც აღმოჩნდა პირველად იყვნენ თეატრში. ისინი აბონიმენტით სამ სპექტაკლს ნახავენ“, - გვითხრა სასწავლო პროგრამის ოფიცერმა ნინო ზუმბაძემ.
სპექტაკლები: ქათამაძის ,,აივანი“, ფხაკაძის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ და თაბუკაშვილის ,,ნატაძრალი“ მაყურებელს ელოდება.

f t g