მოქალაქეობა სამი წლით
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 10:48
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 1902
ფაზლიევების ოჯახი ახალციხეში 2007 წელს ჩამოვიდა. ამავე წელს ოჯახმა განაცხადი შეიტანა საქართველოს მოქალაქეობაზე. 2009 წლის 25 მარტს ფლორა ფაზლიევამ მიიღო საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო 2012 წლის 13 მარტს საქართველოს პირადობის მოწმობაც და საქართველოს პასპორტიც ჩამოერთვა.
ისმის კითხვა - რატომ მისცეს ან შემდეგ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფლორა ფაზლიევას? .
აღნიშნული საკითხზე მოკვლევა ჩაატარა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ იურისტმა ზაზა მღებრიშვილმა.
გაირკვა, თუ რატომ ჩამოართვეს ფლორა ფაზლიევას საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
,,როცა ფაზლიევების ოჯახმა განაცხადი შეიტანა საქართველოს მოქალაქეობაზე მათ განაცხადება არ შეიტანეს შვილის ფლორა ფაზლიევის სახელზეც. მშობლებმა მიიღეს ორმაგი მოქალაქეობა, ხოლო ამ უპირატესობით ვერ ისარგებლა ფლორა ფაზლიევმა. მისთვის მოქალაქეობის მინიჭება ახალციხის სამოქალაქო რეესტრის მომსახურების საააგენტოს მიერ ავტომატურად მოხდა, რადგან მშობლები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, საჯარო რეესტრის თანამშომლებმაც ჩათვალეს რომ გოგონასაც ექნებოდა ორმაგი მოქალაქეობა. ახლახან გაირკვა, რომ ფლორა ფაზლიევა არ არის საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს პრეზიდენტის მიერ არ აქვს მინიჭებული ორმაგი მოქალაქეობა“, - ამბობს ზაზა მღებრიშვილი.
იურისტის მიერ ფლორა ფაზლიევას და მის მშობლებს განემარტათ, რომ მათ უფლება ქონდათ განცხადებით მიემართათ შესაბამის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად, რაზეც მათ გაეწიათ მთელი რიგი იურიდიული კონსულტაციები.
,,ვესაუბრე მშობლებს და დავიწყე იმ კანონიერი გზის მოძებნა, რითაც ფლორა ფაზლიევას ცხოვრება საქართველოში იქნებოდა კანონიერი“, - ამბობს ზაზა მღებრიშვილი.
დღევანდელი მდგომარეობით ფლორა ფაზლიევას განაცხადი, საქართველოს მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად განხილვის პროცესშია.
,,ვიმედოვნებთ რომ, ეს საკითხი გადაწყდება ფლორა ფაზლიევას სასარგებლოდ, რადგან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის ნუსხას“, - განმარტა იურისტმა.
საქართველოს პასპორტის არარსებობის გამო ფლორა ფაზლიევამ ვერ შეძლო პოლონეთში ბავშვთა ფესტივალზე წასვლა.
ამ დროისათვის, ასოციაცია ,,ტოლერანტის“ იურისტის ძალისხმევითა და დახმარებით ფლორა ფაზლიევამ საქართველოს მუდმივი ბინადრობის მოწმობა უკვე აიღო.