,,კეჩხობი - 2011“ და მეორე ექსკურსია
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 09:02
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2119
31 ივლისს საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკის ბავშვები და პედაგოგები ადიგენის მუნიციპლიტეტს სტუმრობდნენ.
ზარზმის მონასტერი და კურორტ აბასთუმნის დათვალიერება - ასეთი იყო ექსკურსიის განრიგი.
ზარზმა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზოგი დანგრეულია. ბერების სენაკები და სატრაპეზო არ შემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზეჩასასვლელი გვირაბი, რომელიც დღეს ლოდებითაა ამოვსებული.
მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილიაბასილი ზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბისმცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელისოფელი წალეკა. ამიტომაც“ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
კურორტ აბასთუმანში მოზარდებმა დაათვალიერეს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაპირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.
ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროსშესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.
ზარზმისა და აბასთუმნის დათვალერების შემდეგ იყო ტყეში სადილი და დასვენება , თუმცა ტყეში დასვენება ერთგვარ კონცერტად იქცა, როგორც პირველ ექსკურსიაზე, ასევე ამ დღესაც არდაკლებია ცეკვა და სიმღერა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერგანხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითხორციელდება.
ასევე, საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკის მოქმედების ორ კვირიან ვადაში დაგეგმილი სამი ექსკურსია დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ACF - მიერ რომელიც ამავე დროსევროკავშირის დაფინასებით მუშაობს რეპატრირებული მესხების საკითხებზე.