მოქალაქეობა - რეპატრირებული მესხების გადაუჭრელი პრობლემა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 08:58
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2468
ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“ ფარგლებში, რეპატრირებულ მესხებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად შეხვედრის ინიციატორი პროექტის იურისტი ნელი ღონღაძე იყო.
. „მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ და ჩვეულებრივ წესებზე ვისაუბრეთ. საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ 26-ე მუხლის მიხედვით მათ ჯერ უნდა დატოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამის შემდეგ შეუძლიათ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები“,- ამბობს ასოციაცია ტოლერანტის იურისტი.
რეპატრირებული მესხების უმრავლესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა. ნელი ღონღაძის განმარტებით აზერბაიჯანის მოქალაქეობიდან გამოსვლის პროცედურა ხანგრძლივია და შეიძლება ერთი წელი გაიწელოს.
„გვეშინია, დაუშვათ აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარი ვთქვათ და მერე საქართველოს მოქალაქეობაც არ მოგვცენ“,- თქვა შეხვედრაზე თაზაგულ ფაზლიევამ.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N87 დადგენილებით პირს, რომელსაც უკვე აქვს რეპატრიანტის სტატუსი გამარტივებული წესით ავტომატურად ხდება საქართველოს მოქალაქე. მიუხედავად ამ წესისა რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მიღებას დღემდე ვერ ახერხებენ.