პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ენისგასატეხი, მაგრამ ყელის ჩასაკოკლოზინებელი კერძები

იანვრის ყინვიანი დღე. სოფელ აბასთუმანში რეპატრირებული მესხი ყურაძეების ოჯახს ვსტუმრობ. ოჯახში სალიმ ყურაძე ცხოვრობს, თავის ქალიშვილ გულოსთან და ორ შვილიშვილთან ვენერა და ფრიდონთან ერთად. .
ჩემი სტუმრობა ოჯახის უმცროსი წევრის დაბადების დღეს დაემთხვა, ფრიდონი 12 წლის გახდა. სუფრა გაშლილია და ჩემი სასაუბრო თემაც სწორედ, რომ სამზარეულოა.

მისაღებ ოთახში დიდი თუჯის ღუმელი ანთია. ღუმელზე სამი ვერცხლისფერი, პრიალა ქვაბით დგას. სამივე ქვაბი თუხთუხებს. ქვაბების ქშენა-თუხთუხთან ერთად ოთახში სუნელების სურნელი ტრიალებს.

 

ვენერა ქვაბებთან მალ-მალე მიდის და ურევს. ქვაბიდან ამოსული ორთქლი სასიამოვნო სუნს უფრო ამძაფრებს.
,,მგონია, რომ კერძთან, მის ინგრედიენტებთან დამოკიდებულებაში ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელია - ისეთია, როგორც სინამდვილეში არის“, - ამბობს ,,პირადი კულინარიის“ წიგნის ავტორი დიანა ანფიმიადი.

ოჯახის დიასახლისი გულო ყურაძეც ასეა, სიამოვნებით, გულწრფელობითა და აღფრთოვანებით საუბრობს ამა თუ იმ კერძზე. პირველად უზბეკური საჭმელის ლაღმანის გაკეთებას მასწავლის, კერძი სუფრაზეც მოაქვთ, ვაგემოვნებ ძალიან კარგია.
ლაღმანი-საჭიროა სპაგეტი, ქათმის ხორცი (შეიძლება ძროხის, ცხვრის), ხახვი, ზეთი, კარტოფილი, კომბოსტო, ბულგარული, ტომატი და ნოხუთი. ეს ბოლო განსაკუთრებულ არომატს აძლევს კერძს.

ნოხუთი, ბარდას გავს. დისახლისმა ნოხუთის თესლი მომცა, ზაფხულზე დავრგავ და ლაღმანის გაკეთება არ გამიჭირდება.
,,ლაფატა ხინკალის გაკეთება იცი? მესხურია“, - მეკითხება გულო ყურაძე. უარის ნიშნად თავს ვიქნევ.
ლაფატა ხინკალი ანუ ღია ხინკალი თათარბერაგია.

,,ესეც მესხურია და კიდევ გამდნარ კარაქში მოზელილი ჭადიც. დედაჩემი ხშირად აცხობდა“, -ამბობს დიასახლისი.
ყურაძეების ოჯახს ცხოვრების უმეტესი წლები უზბეკეთში აქვთ გატარებული, ამიტომაც დიასახლისი ისევ უზბეკურ კერძს მასწავლის.

ბეშპარმახ, ანუ ხუთი თითი - საჭიროა მოიზილოს თათარბერაგის ცომი, ცალკე მოიხარშოს ხორცი სასურველია ძროხის ან ცხვრის. ცომი იჭრება ,,კუბიკებად“, როცა ხორცი მოიხარშება უნდა ამოიღო და იმ ნახარში მოხარშო ცომი. უნდა დაჭრათ წვრილად ხახვი და ამავე ნახარში მოთუშოთ. შემდეგ კი მშრალად ამოღებული ხორცი, შემდეგ ცომი, შემდეგ ხახვი ერთმანეთს ფენა-ფენა უნდა დავაყაროთ.

ამ კერძს ბეშპარმახ, ანუ ხუთი თითი იმიტომ ქვია, რომ სუფრაზე მიაქვთ დიდი გაშლილი ლანგრით და მაგიდასთან მხსდომები ხელით ჭამენ იმ ლანგრიდან.

კიდევ სხვა კერძების მომზადებაც ვისწავლე. ნელ-ნელა სხვა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ.