შეხვედრა მოხალისეებთან
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 08:48
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2067
ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ,ფარგლებში მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი პროექტის გაცნობა და მოხალისეების ჯგუფებად დაყოფა იყო. ორ ჯგუფად გადანაწილებული მოხალისეები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
მოხალისეთა ჯგუფებში საჯარო სკოლების უფროს კლასელები და სტუდენტები არიან გაერთიანებულები. მათ თავის გამოცდილებას მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქელი გალაგერი გაუზიარებს.
,,ასოციაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე არსებული მოხალისეთა ჯგუფი უკვე ჩართულია სხვა მიმდინარე პროექტში. ამჯერად ეს შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მოხალისეებს მეორე მიმდინარე პროექტის შინაარსზე ვესაუბრეთ და ორ ჯგუფად დავყავით“,- განმარტა პროექტის სოციალურმა მუშაკმა მაკა ივანიძემ.