თემა რომელიც ან საერთოდ არა ან ნეგატიური სტერეოტიპებით სავსე შუქდება
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 08:09
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 3154
,,სტერეოტიპები,არაინფორმირებულობა,პოპულიზმი ყველა ეს საკითხი რეპატრირებული მესხების თემების გაშუქებასთან ასოცირდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.
შეხვედრა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი ასოციაცია ,,ტოლერანტი“ იყო და ესწრებოდნენ წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები, როგორც თბილისიდან ასევე იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდანაც, სადაც ასევე ცხოვრობენ რეპატრირებული მესხები.
რეპატრირებული მესხებზე წერისას არაერთხელ წარმოიქმნა პრობლემები, მათ იდენტობაზე, სარწმუნოებაზე, ტერმინზე თუ როგო უნდა მოხდეს მათი მოხსენიება სწორედ ამ პრობლემების განსახილველად მოხდა მედია სპექტრის შეკრება.
,,ტოლერანტი“ ამ ეტაპზე სწორედ რეპატრირებული მესხებზე ახორციელებს ერთ-ერთ პროექტს ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“.
ჟურნალისტთა ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს არ აინტერსებთ ეს თემა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ამ საკითხის გაშუქება ამ თემას საერთოდ არ ეხება.
,,რეპატრიაციის თემა არ ჩანს ქართულ მედიაში, ამ თემას უნდა მოეხსნას პოპულიზმის მანტია დაიწეროს და ითქვას მასზე“, - განაცხადა შეხვედრაზე ზვიად ქორიძემ.
გლდანში, ლუბლიანას ხუთ ნომერში ცხოვრობს მესხი ყურაძეების ოჯახი ავტობუსში უკვე რვა წელია. ამ ოჯახზე და მის პრობლემებზე მხოლოდ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ჟურნალისტმა დაწერა.
ასევ მხოლოდ რამდენიმე ინტერნე საიტზე - ნეტგაზეტი.გე და გაზეთ ,,ფესვებში“ ,,სამხრეთის კარიბჭეში“ და ადგილობრივ ტელევიზია მეცხრე არხით გააშუქდა რეპატრირებული მესხი ბავშვების განათლების პრობლემა.
გამოიკვეთა, რომ მედია იგნორირებას უკეთებს რეპატრირებულ მესხებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ან თუკი სადმე რაიმე მასალა შუქდება არის ძირითადად ნეგატიური სტერეოტიპებით სავსე.
უმეტეს შემთხვევაში ჟურნალისტური ნამუშევარი არა ინტეგრაციას, არამედ მტრის ხატის შექმნას უფრო იწყობს ხელს - ითქვა შეხვედრაზე.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელის მიერ ჩამოთვლილ რეპატრირებული მესხების პრობლემებზე და მოითხოვეს კონკრეტული შემთხვევების განხილვა.