ახალი ცენტრი, ამჯერად არა საქართველოში
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 08:10
- ავტორი: inga
- გადასვლები: 1922
ასოციაცია ,,ტოლერანტმა” 12 მაისს აზერბაიჯანში, საათლის რაიონის სოფელ ნასიმიკენდში (ყოფილი ადიგენი) საინფორმციო ცენტრი გახსნა.
საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია" ფარგლებში გაიხსნა.
პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს.
საათლის რაიონში, 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხები ცხოვრობენ.
რეპატრიანტის სტატუსის მიღების ყველაზე მეტი 5389-მსურველი სწორედ აზერბაიჯანიდანაა, ამდენად სწორედ ამ რაიონში საინფორმაციო ცენტრის გახნას მეტი დატვირთვა აქვს.
,,ინფორმირებულობის გზით ,,თვირეპატრიაციის" პრევენცია, ესაა ცენტრის გახსნის მიზანი", - განაცხადა ცენტრის ოფიციალურ გახსნაზე ასოციაცია ,,ტოლერანტის" ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.
პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანული ორგანიზაცია - ,,ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოების" პარტნიორობით.