მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 08:16
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2011
4 მაისს პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ პროექტის „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“, ფარგლებში შექმნილ „მოხალისეთა ფოკუს ჯგუფებს“ სამოქალაქო მულტიეთნიკური რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი თემაზე; „ადამიანის უფლებები და საერთაშორისო კანონმდებლობა “, ჩაუტარეს. .
ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზნით „მოხალისეთა ფოკუზ ჯგუფებში“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები აქტიური ახალგაზრდების (უფროსკლასელებისა და სტუდენტების გარდა) პირობითი მსჯავრდებულებიც არიან გაერთიანებულები, რომლებიც სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებაზე სასწავლო კურსს გადიან.
„ძალიან საინტერესო საკითხებს ვეცნობით. მაინტერესებს საერთაშორისო კონვენცია და იმედი მაქვს ამ ტრენინგებით ვისწავლი როგორ დავიცვა ჩემი და სხვისი უფლებები“,- თქვა ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტმა მერი ზაზაძემ.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია ათი თემატური დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად და 30 ლექცია-სემინარი შემდეგ თემებზე; „ადამიანის უფლებები და საერთაშორისკო კონვენცია“, „შემწყნარებლობა და არა ძალადობა“, „ეფექტური კომუნიკაცია“, „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების მიხედვით“.
„ყველა თემა ერთმანეთთან კავშირშია და საბოლოო მიზანია უზრუნველყოთ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია. ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულები არიან ამ სემინარებში მომავალში თვითონ ეცდებიან ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ტოლერანტული ურთიერთობის ჩამოყალიბებას პრობაციონერების მიმართ“,-განმარტა სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური რესურსცენტრის თავჯდომარემ ალექსანდრა კალატოზიშვილმა.
ტრენინგების შემდეგ „მოხალისეთა ფოკუს ჯგუფები“ პროექტით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის აქციებსა და ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.