პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის

რეგიონალური ასოციაცია “ტოლერანტის” საინფორმაციო ბაზაში მოთავსებულია საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტი მესხების მონაცემები. 2011 წლის იანვარში, ახალი პროექტის, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, მიხედვით მოხდა მონაცემთა საინფორმაციო ბაზის გულმოდგინე გადასინჯვა. როგორც ასოციაციის დირექტორი ქალბატონი ცირა მესხიშვილი აცხადებს, “იწყება ახალი ბაზების შექმნა მაჰმადიანი მესხების რაოდენობისა და საჭიროებების მიხედვით, იანეთსა და ნასაკირალში.”