პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

სტუმრობა რეპატრიანტთა ოჯახებში

ასოციაცია “ტოლერანტის” ახალი პროექტის – “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, განხორციელება 2011 წლის იანვრიდან დაიწყო. “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხთა ოჯახები სამტრედიის, ოზურგეთის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში, იანეთში, ნასაკირალში, და ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიულოცეს ახალი წელი და გადასცეს საჩუქრები.