პარასკევი, 19 აპრილი 2024

რეპატრიანტთა ინფორმირებისთვის

1944 წლის 14–15 ნოემბერს სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით 80 ათასამდე მუსლიმანი მოსახლეობა იქნა გასახლებული. მათგან დაახლოებით 17 ათასი გზაში დაიღუპა. 1956 წლის აპრილს გადასახლებულებს მოეხსნათ სპეცგადასახლებულის სტატუსი საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. ( MRA.GOV.GE) მუსლიმანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საბუთების მიღება აწარმოა. კანონით დადგენილი ნორმის მიხედვით, პირი რომელიც მიიჩნევს, რომ ექვემდებარება საქართველოში რეპატრიაციას, ვალდებული იყო შესაბამისი დოკუმენტები წარედგინა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში. 

 

საბუთების მიღება გაგრძელდა 2010 წლის 1 იანვრამდე, რის შემდეგაც დაიწყო განცხადებებისა და წარდგენილი დოკუმენტების განხილვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შესულია 5 840 –მდე აპლიკაცია.
,,ამჟამად სამინისტრო მუშაობს აპლიკაციებში ხარვეზების დადგენაზე. გამოიკეთა, რომ აპლიკანტთა დაახლოებით 50-60 პროცენტს, დოკუმენტები ხარვეზებით აქვს წარმოდგენილი. არ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგრამ გამოსასწორებელია. არის მხოლოდ რამდენიმე ათეული აპლიკაცია, რომელიც აბსოლიტურად უხარვეზოა, ანუ ყველა დოკუმენტი ახლავს და რომლებზეც უკვე დაწყებულია სტატუსის მინიჭების განხილვის პროცედურა. რაც შეეხება სხვა აპლიკაციებს ზოგი უხარვეზოა, მაგრამ გადასახლების მოწმობა არ ახლავს, მაგრამ აპლიკაციას ახლავს განმარტებითი ბარათი, თუ რატომ არ აქვს პიროვნებას აღნიშნული მოწმობა, ამ შემთხვევაში სამინისტროსთვის ეს უხარვეზო აპლიკაციაა, ხოლო მტკიცებულების ტვირთი გადმოდის სახელმწიფოზე, რათა დაადასტუროს საწინააღმდეგო პიროვნებაზე, არის გადასახლებულის შთამომავალი ის, თუ არა”, - განმარტავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია.
რა ხდება როცა პიროვნებამ უკვე სტატუსის მინიჭების თხოვნით ჩააბარა აპლიკაცია და რა ეტაპი დგება შემდეგ.
,,როცა აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას ხარვეზის გამო, მას აქვს ოთხი თვე ზუსტად იმისათვის, რომ გამოასწოროს მითითებული ხარვეზი. შესწორებული ვარიანტი, გამოგზავნოს უკან სამინისტროში ან მიიტანოს საელჩოში, რომელიც ასევე შემდეგ აღირიცხება მონაცემთა ბაზაში და ამ აპლიკაციის განხილვაც დაიწყება. თუ ოთხი თვის ვადაში პიროვნება ვერ შეძლებს ხარვეზის გამოსწორებას მას უკან უბრუნდება აპლიკაცია და მისი სტატუსის საკითხი რჩება განუხილველი”, - დასძინა ირაკლი კოკაიამ.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტზეც ,,თუ ვინმემ ვერ შეძლო თუნდაც დაბადების მოწმობის წარდგენა, მას შეუძლია ახსნა-განმმარტება დაწეროს, მიზეზი უნდა იყოს დასაბუთებული და ობიექტური”.
სტატუსის მინიჭების შემდეგ პიროვნებას ეძლევა ორი წელი რათა მან მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის გამარტივებული წესის მიღების თაობაზე.
,,მნიშვნელოვანია ამ ხალხის დროული და სწორი ინფორმირება თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ სტატუსის მინიჭების შემდეგ. არ არის აუცილებელი მეორე დღესვე ჩამოვიდეს სტატუსმინიჭებული პიროვნება საქართველოში. მას აქვს ორ წლიანი ვადა, მოემზადოს, ჩამოვიდეს, მოინახულოს აქაურობა, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ანუ, ვალდებულება, რომ ერთ თვეში თუ არ ჩამოხვალ სტატუსი გაგიუქმდება არ არსებობს”, - განმატა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა.
განაცხადი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე განიხილება და პიროვნებას მიენიჭება პირობადათქმული საქართველოს მოქალაქეობა.
,,ადამიანს აქვს საქართველოს მოქალაქეობა ფაქტიურად, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის მის შემდეგ, რაც რეპატრიანტი უკვე წარმოადგენს თავის მოქალაქეობის ქვეყნიდან მოწმობას, რომ ის გასულია თავის მოქალაქეობის ქვეყნიდან. ცნობის წარდგენის წუთიდან პიროვნებას შეუძლია მივიდეს ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრში და აიღოს საქართველოს პასპორტი”, - ამბობს კოკაია.
პირობადათქმული მოქალაქეობის შემდეგ მოქალაქეს კიდევ აქვს ორი წელი გავიდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობიდან და მიიღოს საქართველოს პასპორტი. თუ მან ეს ოთხი წელი ორს პლიუს ორი ვერ გამოიყენა, მას ექნება რეპატრიანტის სტატუსი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს გამარტივებული წესით.
კითხვა -პასუხი
კითხვა - დამთავრდა რეპატრიაციია. ბავშვი ვარ, ან ჯარში ვიმყოფები, შემდეგ კი მომინდა სამშობლოში დაბრუნება. რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში?
პასუხობს ირაკლი კოკაია - ყველა სრულწოვანზე არის მიბმული არასრულწლოვანი. თუ მშობლებს არ უნდათ, მათი შვილიც ვერ ჩამოვა. ასე თუ ვიმსჯელეთ, ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება. გამოვა, რომ ღიად უნდა დატოვო საერთოდ თარიღი, რადგან, ჯერ არდაბადებულს შეიძლება 50 წლის შემდეგ მოუნდეს სამშობლოში ჩამოსვლა.
ამ კანონით თუ ვერ მოხვდა ადამიანი საქართველოში, სხვა კანონით მას არ ეკრძალება აქ ჩამოსვლა. მომართვის კარი იქნება დახურული და არა ქვეყნის კარები. არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძვლები ქვეყანაში შემოსვლის.
კითხვა - დღეს ვინც აქ ცხოვრობენ არალეგალურად რა უნდა ქნან მათ?
პასუხობს ირაკლი კოკაია - შევთანხმდეთ, რომ ეს ხალხი არაა არალეგალი. აზერბაიჯანთან ჩვენ სავიზო რეჟიმი არ გვაქვს. ესენი არიან ხალხი, რომლებიც დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე.