საჩუქარი ბავშვებს
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 12:25
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2130
ასოციაცია ,,ტოლერანტმა რეპატრირებულ მესხ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო.
10 სექტემბერს მესხეთი სახელმწიფო თეატრში ჯგუფმა ,,რომანტიკამ“ მაყურებელს შოუ გასართობი პროგრამა ,,სატირონი“ წარუდგინა.
შოუ -პროგრამაზე შესული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ეტლების შეძენას მოხმარდება.
ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ შოუ - პროგრამაზე დასასწრებად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის 30 ბილეთი შეიძინა.
,, თეატრში პირველად ვიყავი, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანის მკვიდრი 7 წლის აბასა მეხრივეი და ამატებს - ,,კარგი კონცერტი იყო, მომეწონა“.
ზოგიერთ პატარას მშობელიც ახლდა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ამ საღამოსთვის ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელობას.
შოუ -პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვებმა ტკბილეული და გაზიანი სასმელებიც მიირთვეს, რომლის ხარჯებიც ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ დაფარა.
ზემოაღნიშნული ღონისძიება მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია“ ფარგლებში დაფინანსდა.