ახალი ოფისი და ახალი საქმიანობები
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 11:18
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2284
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ პედაგოგი სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ბაზაზე შექმნილი ქართულ ენის შემსწავლელ კურსებს ხელმძღვანელობს. .
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო ფუნქციონირებას თანამედროვე ახალ ოფისს დღეს, 25 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი ეწვივნენ.
ახალციხის ოფისში მოწყობილია პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები; დანერგილია ვიდეოპაემნის ტექნოლოგია, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტის საშუალებას იძლევა. ამასთან, ბიუროს ბაზაზე შეიქმნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
ქართული ენის შემსწავლელ კურს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ პედაგოგი, ნინო ზუმბაძე უძღვება.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია ,,ტოლერანტსა“ და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო მემორანდუმი აქვთ გაფორმებული ევროკავშირის მიერ დაფნასებული პროექტის ,,ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში