ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

„თანადგომა შვილებს“ პრეზენტაცია

1 აპრილს, დღის 11 საათზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლრანტის“ მხარდაჭერით შედგება ახლად შექმნილი ა(ა) ი.პ ორგანიზაციის „თანადგომა შვილებს“ პრეზენტაცია. აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლების მიერ. ორგანიზაციას დახმარებას და თანადგომას უწევს ასოციაცია „ტოლერანტი“.ერთ-ერთი განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტოლერანტს აქვს შ.შ.მ პირებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. სწორედ ამან განაპირობა დღეს არსებული პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობის დიდი სურვილი. ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიზანია სოციუმში შ.შ.მ პირების აქტიურად ჩართულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის,მათი არსებობისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის. და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა შეძლონ საზოგადოებაში დამუკიდებლად არსებობა.