კომფორტული გარემო, შეღავათიანი ფასები და ეფექტური შედეგი – ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებული სასწავლო და პროფესიული გადამზადების ცენტრი „პროფესიონალი“ მსურველების მიღებას იწყებს.
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 12:15
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 1957
„პროფესიონალი“ ახალციხეში, რუსთაველის N47–ში მდებარეობს. ცენტრი სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე დაარსდა და ერთადერთი დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც მსურველებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უმოკლეს დროში გადამზადებას სთავაზობს.
„ბევრი სპეციალობა გვაქვს. ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ამზადებს ბუღალტრებს „ორისის“ პროგრამით, თანამედროვე მოთხოვნებით. ადამიანებს სჭირდებათ მოკლე დროში დაეუფლონ იმ ძირითად უნარ–ჩვევებს, რომლებიც გამოადგებათ დასაქმებისთვის და ჩვენ ამის შანსს ვაძლევთ“, – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ მენეჯერი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გოჩა ნათენაძე.
მისივე თქმით, სასწავლებელში კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან და შედეგიც შესაბამისია: „ჩვენი გადამზადებული კადრები კერძო ფირმებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში საქმდებიან“.
მცირე ბიზნესის მართვა; პრაქტიკული ბუღალტერია („ბასს“ და „ფასს“) და „ორისის“ პროგრამა; კურსები ავტომობილის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის; კომპიუტერული პროგრამების შესწავლა; ინგლისური, რუსული, გერმანული და თურქული ენების შესწავლა, – ეს ის მომსახურებებია, რასაც მსურველებს „პროფესიონალი“ სთავაზობს.
„პროფესიონალს“ აქვს ისეთი კურსებიც, რაც არ გააჩნია სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებას, მაგალითად: ძიძებისა და მომვლელის გადამზადების კურსები; ფარმაცევტთა გადამზადების ტრენინგ–კურსები; გიდების გადამზადების კურსები და თურქული ენა (საკომუნიუკაციო პროგრამა);
„ჩვენი სპეციალობების უმრავლესობა არის ისეთი, რომელიც, პრაქტიკულად, ჩვენს რეგიონში არ ისწავლება. ამავე დროს, სწავლება შემჭიდროვებულ ვადებში მიმდინარეობს, რაც ძალიან მოხერხებულია მსმენელისთვის“, – ამბობს გოჩა ნათენაძე.
„ბევრი მსურველი ეძებს ძიძას და მომვლელს. იმისათვის, რომ შეძლონ მუშაობა სჭირდებათ გარკვეული უნარ–ჩვევები. უმოკლეს ვადაში ვასწავლით, რეკომენდაციას ვუწევთ და სერთიფიკატებს ვაძლევთ. სერთიფიკატები საზღვარგარეთ წასულ ადამიანებსაც დაეხმარებათ სამსახურის შოვნაში“ , – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.
მისივე თქმით, დიდი მოთხოვნაა მიმტანებისა და ბარმენების პროფესიაზე: „როდესაც სტუდენტი მოდის, ის მოტივირებულია სწავლისთვის და რამდენიმე თვე სრულიად საკმარისია ცოდნის მისაღებად. თუ საზღვარგარეთ ენდომება წასვლა, ჩვენთან რუსულის, ინგლისურის, თურქულისა და გერმანულის კურსებიცაა გახსნილი“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.
გადამზადების ცენტრში სწავლა ორიდან სამ თვემდე გრძელდება. 30–40 პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს სოციალურად დაუცველებისთვის, ობლებისთვის და იმ ოჯახების წევრებისთვის, საიდანაც ორი ან მეტი ემზადება.
„პროფესიონალში“ სწავლის განრიგი მსურველების მოთხოვნებზეა მორგებული. სწავლა დღის მეორე ნახევრიდან იწყება. თითოეულ ჯგუფში 10–15 სტუდენტია. სასწავლო და პროფესიული გადამზადების ცენტრში სწავლა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. დაწესებულებაში სწავლა აბიტურიენტებისთვისაც არის შესაძლებელი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აბიტურიენტებს შეუძლიათ მოემზადონ: უნარებში, მათემატიკაში, უცხცო ენაში (ინგლისური,რუსული, გერმანული), ქართულ ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
„პროფესიონალი“ სასწავლო პროცესს 5 ოქტომბრიდან იწყებს. სასწავლებელი სწავლის დასაწყებად მზად არის.
„მატერიალური რესურსი არის ძალიან კარგი. მოსწავლეს არ დასჭირდება სახლიდან წამოიღოს კომპიუტერი, ფურცელი ან კალამი. ტექნიკური რესურსი გვაქვს. პირობები არის, ზაფხულში გრილა და ზამთარში თბილა“, – აცხადებს ცირა მესხიშვილი.
მისივე თქმით, სასწავლებელში გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. სასწავლებელი 5 წელია რაც არსებობს და 800–ზე მეტი მსურველია გადამზადებული, ამათგან უმეტესობა დასაქმებულია კიდეც.
„პროფესიონალში“ სწავლის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: (0365)22– 05– 86; 599– 58 05– 60; 599 51– 36– 22;
ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ–გვერდზე:www.toleranti.ge. ან მისამართზე ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.N47
სტატიის ავტორი ,,სამხრეთ კარიბჭე"