მესამე საჯარო საინფორმაციო ფორუმი
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 10 მაისი 2019 10:00
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 10362
2019 წლის, 8 აპრილს, დემოკრატიისა და ჩართულობის ცენტრში ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით ჩატარდა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში მესამე საჯარო საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებისთვის. შეხვედრას ესწრებოდა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი და ბიზნესმენები.
შეხვედრის დასაწყისში, პროექტის კოორდინატორმა ქალბატონმა ცირა მესხიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია, შეახსენა ტოლერანტში არსებული რესურს-მაგიდების ფუნქციონირების შესახებ, თუ რა მომსახურებები და ინფორმაციები შეუძლიათ მიიღონ ადგილზე. მოწვეულმა ექსპერტმა დავით ცომაიამ ისაუბრა შემდეგ თემებზე: ,,სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაცია" და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებზე, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად ამოქმედდება.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსი და კითხვა-პასუხის რეჟიმი.