ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ტრენინგი მეწარმეობა და საქმიანობის ფორმები

12 მაისს, პროექტის ,,covid19- სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები,დაბეგვრის სპეციალური რეჟიმები" .

ტრენინგი ჩატარდა პანდემიის პირობებში გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად და ესწრებოდა პროექტის ბენეფიციარები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ დასაქმების მიზნით სეზონურ სამუშაოებზე და საქართველში დაბრუნების შემდგომ პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგ/კურსებსა და პროფესიულ სწავლებას.
ტრენინგი ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
✅ მცირე მეწარმეობის ფორმები
✅ შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმი
✅ საგადასახადო ვალდებულებები
✅ დეკლარაციის შევსების წესები
✅ მეწარმის საქმიანობის აღრიცხვა/ანგარიშგება