ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება

 

15-16 მაისს, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრა ,,სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება“ ჩატარდა, რომლის მიზანი იყო პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, შერჩეული და გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობით პროექტის მეორე ეტაპზე განსახორციელებელი ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და იდეებს ბანკის შექმნა.
🦠🦠პანდემიის მიზეზით, შემუშავებული რეკომენდაციების გამო, მოგვიწია სათემო სოფლების გაყოფა ორ ნაწილად. პირველი ჯგუფისთვის შეხვედრა ჩატარდა 20-21 მარტს, ხოლო მეორესთვის - 15-16 მაისს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი სათემო სოფლის (ტურცხი, ალათუმანი) ახალგაზრდა ლიდერებმა და მათმა პედაგოგებმა (11 მონაწილე).
შეხვედრაზე მონაწილეებს გავაცანით პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მომავალი საქმიანობის შესახებ მცირე ანგარიში. ჩატარდა სემინარები:
✅,,სათემო ორგანიზაციების ადვოკატირების კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიები“;
✅ ,,ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის“;
✅,, პროექტის წერის ტექნიკები და ფონდების მოძიება“;
✅,,რა არის მოხალისე და მოხალისეობის როლი თემის საჭიროებების მოგვარების პროცესში“;
✅,,რა არის დეზინფორმაცია და როგორ ვებრძოლოთ მას".
👥🧍‍♀️🧍🧍‍♂️ახალგაზრდებმა იმუშავეს ჯგუფებად, ჩამოაყალიბეს იდეების ბანკი, გამოკვეთეს სოფლებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები და შეიმუშავეს ადვოკატირების სტრატეგიული გეგმა.
📝📝შეხვედრის დასასრულს, ახლაგაზრდებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგების სერთიფიკატები.