დასაქმების ფორუმი
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022 13:26
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2412
4 ივნისს,, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ორგანიზაცია , რომლებსაც აქტიური ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები ექნებათ წარმოდგენილი.
15-ზე მეტი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ხელმძღვანელი პირები მიგრანტებსა და სამსახურის მაძიებლებს შეხვდებიან, გამართავენ პრეზენტაციებს და გააცნობენ მათ ორგანიზაციაში არსებულ დასაქმების პოლიტიკას, მოთხოვნებსა და სტანდარტებს; ამავე, პერიოდში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარებს მიგრანტებსა და სამსახურის მაძიებლებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს გასაუბრების ტექნიკაზე, ეფექტური CV-ის შედგენაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც მათ დასაქმებას გაუადვილებს;
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან სამცხე-ჯავახეთში მოქმენდი დონორი ორგანიზაცები, რომლებიც გაგაცნობენ მიმდინარე გრანტებისა და კონკურსების შესახებ ინფორმაციას.
ფორუმი ჩატარდება პროექტის ,,covid 19 - სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში.
თუ გსურს დასაქმების ფორუმში მონაწილეობა, მობრძანდი 3 ივნისამდე, 12 საათიდან 15:00 მდე,რუსთაველის # 47. თან იქონიე რეზიუმეს რამდენიმე ასლი.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირები დაპლიუსდით კომენტარებში ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
599513622
0365 22 05 86