შემაჯამებელი ფორუმი
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 23 მაისი 2022 08:11
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2357
4 ივნისს, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,COVID 19 -სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" ფარგლებში პროექტის შედეგების შემაჯამებელი ფორუმი და დასაქმების პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მიგრანტებისთვის და დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის პროექტის შედეგებისა და პორტალის ,,შესაძლებლობების ბანკის“ გაცნობა, სადაც ისინი შეძლებენ ერთოულად მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების, პროფესიული გადამზადების კურსებისა და გამოცხადებული გრანტების შესახებ.
შეხვედრა გახსნა პროექტის მენეჯერმა ცირა მესხიშვილმა,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პროექტისა და შეხვედრის შესახებ. შედეგები და განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია კი წარმოადგინა მარიამ კაპანაძემ.
პროექტის ასისტენტმა თამარ სამსონიძემ წარადგინა სოციალურ ქსელებში შექმნილი პორტალი ,,შესაძლებლობების“ ბანკი. გამოცდილებიდან გამომდინარე, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, ვაკანსიების მოძიება და პროფესიული უნარ-ჩვევები. შესაბამისად, შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, სადაც მიგრანტები და არა მარტო მიგრანტები, მუდმივად შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას ვაკანსიებზე, პროფესიულ კურსებზე და დონორების მიერ გამოცხადებულ ბიზნეს გრანტებზე. სამსახურის მაძიებლები თავადაც შეძლებენ ატვირთონ თავიანთი cv და სამოტივაციო წერილი და გააცნონ თავიანთი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები დამსაქმებელს.
შეხვედრას ესწრებოდა: რეგიონული განვითარების სააგენტოსა და ,,კავშირი სამყაროს“ ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი, რომელმაც მცირე პრეზენტაცია წარმოადგინა საქმიანობებისა და გამოცხადებული გრანტების შესახებ.
პრეზენტაციები გააკეთეს ასევე: ორგანიზაცია ,,ზრდა“-ს წარმომადგენელმა ქეთევან ხმალაძემ, ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ თუმანიშვილმა, კოლეჯ ,,ოპიზარის“ წარმომადგენელმა დარეჯან მითაიშვილმა და ნამცხვრისა და პიცის სახლის მენეჯერმა ლალი სამსონიძემ. საბოლოოდ ბენეფიციარებმა და დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, გამოცხადებული გრანტები მათთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, მათმა უმეტესებოამ გამოთქვა სურვილი შეავსოს აღნიშნული საგრანტო განაცხადები, რაშიც „ტოლერანტის“ გუნდი დაეხმარება.
და ბოლოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ნინო ზუმბაძემ წარმოადგინა მცირე სემინარი ,, „CV-ის შედგენის სპეციფიკა და გასაუბრების ტექნიკები“.რაც დაეხმარება მიგრანტებს სამსახურის მოძიებაში.
შეხვედრამ საკმაოდ შედეგიანად ჩაიარა. დამსაქმებლებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა ითანამშრომლონ ასოციაცია ,,ტოლერანტთან“ და დაეხმარონ პორტალის ცნობადობასა და ინფორმაციის განახლებაში.