შაბათი, 20 აპრილი 2024

ტრენინგი-ტრენინგის მართვა და მდგრადი განვითარების მიზნები

 

📣📣♻️7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ნარჩენების მართვა და მდგრადი განვითარების მიზნები". ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი" ქალბატონი ხათუნა ჩიკვილაძე.
♻️✅🚮👩‍💼🗣🗣ტრენინგზე ისაუბრეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებზე. ასოციარების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ აღებულ ვალდებულებებსა და რეგულაციებზე. ზოგადად რა არის ნარჩენი, რა ზიანის მოყენება შეუძლია, რა კავშირშია მსოფლიო დათბუნებასთან და რა მდგომარეობაა ამ კუთხით დღეს საქართველოში.
👩‍💻შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა. ქალბატონმა ხათუნამ ამომწურავად გასცა პასუხი ყველა დასმულ კითხვას.
👥👤ტრენინგს ესწრებოდა პროექტის ფარგლებში წინასწარ შერჩეული ეკო მოხალისეთა ჯგუფი, სულ 13 მოხალისე.
💲💲პროექტი დაფინანსებულია ,,ღია საზოგადოების ფონდის" მიერ.
TREN4