კვირა, 07 აგვისტო 2022

ნარჩენების მართვა-ასპინძის მუიციპალიტეტში

 

✅♻️პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში, დღეს ასოციაცია ტოლერანტის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ მაგრაქველიძეს, მერის პირველ მოადგილეს დავით პაპაშვილსა და "ასპინძის კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსს ნოდარ გვარამაძე შეხვდნენ.
🗣შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებისა და ერთბლივი გეგმების განხილვა იყო.
👉📌პროექტის მიზანი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირების კამპანიებია.
📝შეხვედრის პროცესში დაიგეგმა ასპინძის
მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მომავალი ერთი წლის ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას როგორებიცაა: სამიზნე თემაზე შესაბამის სამსახურებთან შეხვედრები და ტრენინგები, საინფორმაციო მასალების - ბუკლეტების, გამაფრთხილებელი ნიშნების, პოსტერებისა და ა.შ. მომზადება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელება, ნარჩენების მართვისადმი მოსახლეობის დამოკიებულების შეფასების კვლევა და სხვა.
🔴პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.