პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

შეხვედრა ორგანიზაცია,,სალამის" წარმომადგენლებთან

 

🗣 👉👉პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების გაძლიერება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდა სათემო ორგანიზაციების შეხვედრა ორგანიზაცია "სალამის" წარმომადგენლებთან.
📌შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაცია "სალამის" აქტივისტებს ჯავახეთში ამოქმედებული სათემო ორგანიზაციების ლიდერებისთვის კამპანიის #მასწავლექართულიუფასოდ დეტალურად გაცნობა.
📣📣📣 აღნიშნული კამპანიის მთავარი მამოძრავებელი კითხვაა ის, თუ რატომ არ იციან არადომინანტურმა ეთნიკურმა ჯგუფებმა ქართული ენა, მაშინ როცა სახელმიწო ვალდებულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეს მისცეს სახელმიფო ენის სათანადო დონი ცოდნა და კვლავაც რატომ არის 4+1 სწავლების მეთოდი უნივერსიტეტებში, რაშიც სტუდენტებს 2250 ლარის დამატებით გადახდა უწევთ❗️
🔴👥ჩვენივ მხრიდან, ასოციაცია "ტოლერანტი" და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელი ახალგაზრდები ვუერთდებით აღნიშნულ კამპანიას და მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქე არადომინანტი ეთნიკური ჯგუფებისთვის სათანადო დონეზე ქართული ენის უფასოდ სწავლების პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.