,,სამშობლო, რომელიც შორია”
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:48
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2049
დოკუმენტური ფილმის ,,სამშობლო, რომელიც შორია“ პრეზენტაცია ახალციხეშიც შედგა.
,,მესხების თემა საქართველოში აქტუალურია, თუმცა არა პოპულარული“ , - ნათქვამია ფილმში.
სწორედ ეს ფრაზა გასდევს ლეიტმოტივად მთლიან ფილმს, სადაც მონაწილეები თავანთ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და მათ მოგვარებას ითხოვენ.
ისტორიულ წარსულთან ერთად ფილმში ასახულია რეპატრირებული და დეპორტირებული მესხების ყოფაც.
ფილმის ჩვენება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების, რეპატრირებული მესხებისა და სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის გადაღება მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციისს” პრევენცია ფარგლებში მოხდა.