შედეგზე ორიენტირებული პროექტი
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:52
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2031
პროექტის „პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერების) რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში “ ფარგლებში 7 -8 დეკემბერს მონაწილე მხარეებისთვის სამუშაო შეხედრა მოეწყო.
სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ა/ო კონსტიტუციის 42 -მუხლის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA , ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის, პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარის“, დემოკრატ მესხთა კავშირის, რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT ) და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. .
სამუშაო შეხვედრა მონაწილე მხარეებისთვის ორდღიანი იყო. პირველ დღეს შეხვედრის მონაწილეთა წარდგენა-გაცნობის შემდეგ პროექტის პრეზენტაცია იურისტმა დავით თელიაშვილმა გააკეთა.
პროექტის მოკლე მიმოხილვა:
*პროექტის პარტნიორი: სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი;
*პროექტის ასოცირებული პარტნიორი: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო.
2012 წელს განხორციელებული საქმიანობები:
*ჩამოყალიბდა რესოციალიზაციის ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც სთავაზობს პრობაციონერებსა და საზოგადოებას უფასო იურიდიულ კონსულტაციას.
*2012 წლის თებერვალში გაფორმდა მემორანდუმი პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან.
*მემორანდუმის საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურომ მოგვაწოდა რეგიონში მცხოვრები 30 წლამდე პრობაციონერთა მონაცემები.
*თებერვლის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდა (30 წლამდე) პრობაციონერების რიცხვი 460 - ს აღწევდა, აქედან 14 არასრულწლოვანი იყო.
*დღეის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 379 ახალგაზრდა პრობაციონერი. აქედან 18 არასრულწლოვანია.
*ურიდიული კონსულტაცია გაეწია 53 პიროვნებას. აქედან 12 არასულწლოანი(18 წლამდე) პრობაციონერია, 24 სრულწლოვანი პრობაციონერი, ხოლო 7 -პრობაციონერთა ოჯახის წევრი.
*სამცხე-ჯავახეთის რეგიონული პრობაციის ბიუროს მოწოდებული ინფორმაციის და ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა პრობაციონერთა განახლებადი საინფორმაციო ბაზა, პირობით მსჯავრის მქონე ახალგაზრდობის პროფესიული გადამზადებისა და მომავალი დასაქმების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
*ბაზაში ასახულია მონაცემები სამცხე - ჯავახეთში მცხოვრები 30 წლამდე ახალგაზრდა პრობაციონერების შესახებ.
*ბაზაში აგრეთვე ასახულია პრობაციონერთა საჭიროებები და პრობლემები.
*პროექტის ფარგლებში შედგა თანამშრომლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მმართველობის, თვითმმართველობის და სამართალდამცავ ორგანოებთან:
-პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელთანაც მიმდინარეობს ინფორმაციის სისტემატური გაცვლა.
-ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობასთან, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსია - საუბრებში.
-საოლქო და რაიონულ პროკურატურასთან, რომლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ დისკუსია - საუბრებში.
-პოლიციის რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებთან.
შედეგები:
*პროფესიული გადამზადება გაიარა 62-მა ახალგაზრდა პრობაციონერმა.
*შეძენილი პროფესიით დასაქმდა 18 ახალგაზრდა პრობაციონერი.
*უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწია 53 პიროვნებას.
*10 ფოკუს ჯგუფს ჩაუტარდა ტრენინგები 4 თემაზე.
პროექტის მოკლე მიმოხილვის შემდეგ გაკეთდა კომენტარებიც.
,,საკმაოდ საინტერესო პროექტია და მიმდინარეობაც ასევე საინტერსოდ არის განვითარებული. შედეგზე ორიენტირებული პროექტი კი ყოველთვის ამართლებს, ამ პრეზენტაციაზე ჩვენ ეს შედეგი უკვე დავინახეთ“, - განაცხადა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მაღრაძემ.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში გადაღებული კლიპი, რომელიც ნარკომანიის თემაზეა აგებული და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ეხება.
დღის ბოლოს მონაწილეებმა ისტორიული უბანი რაბათი დათვალიერეს. ექსკურსია ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერ იყო დაგეგმილი.
შეხვედრის მეორე დღეს მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაიყო და მედიის, პრევენციის, ნდობის, დასაქმებისა და გადამზადების საკითხებზე რეკომენდაციები შეიმუშავეს. ერთ საათიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფებმა პრეზენტაციები გამართეს.
„ნდობის“ ჯგუფმა მთავარ მიმართულებად საზოგადოების ნდობა პრობაციონერების მიმართ დაასახელა. ამ კუთხით კი ჯგუფმა რეკომენდაცია საგანმანათლებლო საქმიანობებს; დისკუსიები, შეხვედრები, ბიულეტინები, ბუკლეტები, მასმედიის კომპეტენტური მუშაობას (სტატიები, პუბლიკაციები) გაუწია.
„პრევენციის“ ჯგუფმა სამი ძირითადი რეკომენდაცია წარადგინა. ისევე როგორც ნდობის ჯგუფისა, ყურადღება გამახვილებული იყო მედიის როლზე საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. მეორე, ნდობა კანონისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მესამე, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ მნიშველოვანია პრობაციონერის დასაქმება და გადამზადება, საჭიროა რომ დამსაქმებელი (ხშირ შემთხვევაში მეწარმე) წახალისდეს. რაც გამოხატული შეიძლება იყოს მეწარმისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით“,- ნათქვამი იყო ჯგუფის პრეზენტაციისას.
„მედიის ჯგუფმა“ რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისგან იყო შემდგარი აქცენტები შემდგეგ საკითხებზე გააკეთა; ფაქტების სიზუსტე, კანონმდებლობის ცოდნა, ტერმინის გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვით, კონფიდენციალურობა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ზოგადად მედიის როლი.
„კარგი იქნება პრობაციონერების ისტორიების დაბეჭდვა, რაც თემის გაშინაურებას და საზოგადოების მეტად ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს“, - თქვა „მედიის ჯგუფის ფასილიტატორმა.
„პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების“ ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებიდან რამდენიმე პუნქტი ; პრობაციონერების საჭიროებების კვლევა, დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და სასწავლო კურსები პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა. გარდა ამ რეკომენდაციებისა ჯგუფმა მცირე ბიზნესის პროგრამაზე (მიკრო-გრანტი, მიკრო -კრედიტი), ასევე ნდობისა და თვითშეფასების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ნდობის აღსადგენად საჭიროა იმ შიშის აღმოფხვრა რაც თითეულ პრობაციონერს აქვს. შიში იმისა, რომ ის საზოგადოებაში გარიყულად აღიქმება. ამის დაძლევაში მას განათლებამ უნდა შეუწყოს ხელი“,-განმარტა „პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების“ ჯგუფის ფასილიტატორმა ნარინე გინოსიანმა.
პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი შეაფასეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლის“ წარმომადგენლის ნინო დარსაველიძის განმარტებით კარგი იქნება თუ მსგავს პროექტებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი სამინისტროებიც ჩაერთვებიან.
„პრობაციონერების რესოციალიზაცია არა მარტო მათი, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა. ამიტომ ამ პრობლემების გადაჭრაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ“,- თქვა ნინო დარსაველიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის „ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგელებიც. მათი თქმით მსგავსს პროექტს პრობაციონერების რესოციალიზაციის კუთხით , ისინი გურიაში ახორციელებენ.
„ჩვენთვის ძალიან ღირებული შეხვედრა იყო და ბევრი იდეებიც მიგვაქვს. თუკი ჩვენი პროექტი გურიაშიც ასეთივე წარმატებული წარიმართება, მაშინ ეს „ტოლერანტის“ დამსახურებაც იქნება“,- აღნიშნა გურიის „ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენელმა თამარ ღლონტმა.
პროექტის გახანგძლივების მნიშვნელობაზე ისაუბრა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ზაალ ივანიძემ. მისი აზრით ყველა გადამზადებული პრობაციონერი დასაქმდება თუ არა ამის მიუხედავად პროექტი მაინც უნდა გაგრძელდეს, რადგან რეგიონის მაშტაბით მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პრობაციონერების ისე საზოგადოებისთვის.
„ეს ის ხალხია ვისაც გვერდში დგომა და დახმარება ნამდვილად სჭირდება. ამიტომ ვისურვებ პროექტი გაგრძელდეს და მასში უფრო ფართო კატეგორიის პრობაციონერების ჩაერთონ, რომ საკუთარი შრომით და უნარით შეძლონ ის რის განხორციელებასაც სხვა გზით აპირებდნენ “,- მიაჩნია მას.
პროექტის რეგიონალურ მნიშვნელობასა და დროულობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძე.. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ის მიიჩნევს, რომ მსგავს პროექტებს სამოქალაქო სექტორი დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
„პროექტი თავის მნიშვნელობიდან და აქტუალურობდან გამომდინარე უნდა გაგრძელდეს რათა მეტი პრობაციონერის რესოციალიზაცია მოხდეს“,- ფიქრობს ის.
შეხვედრას რამდენიმე ის პრობაციონერიც ესწრებოდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს. ერთ-ერთის განმარტებით კურსი მას ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარა.
„თვითნასწავლი პროგრამისტი ვარ. ახლა უკვე სერტიფიკატიც მაქვს რაც ძალიან მეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან თანამშრომლობის დროს. სხვა პრობაციონერებსაც უნდა მიეცეს შანსი გაიარონ გადამზადების კურსები. ამიტომაც მიმაჩნია რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“,- განმარტა მან.
შეხვედრის დასრულებისას ასოციაცია „ტოლერანტთან“ თანაშრომლობის სურვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა.
„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და მსგავსი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, რომ მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ჩართვა პრობაციონერებისათვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით. მომავალში ვიმედოვნებ აქტიურად ვითანამშრომლებთ“,-თქვა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა რევაზ რევაზაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმაც, რომლის წარმომადგენელმაც პროექტის შეფასებისას საზოგადოების მზაობას გაუსვა ხაზი.
„მისასალმებელია როცა რეგიონალური ორგანიზაცია ასე აქტიურობს. შეხვედრაზე გამოჩნდა საზოგადოების საოცარი მობილიზება და ჩართულობა პროექტის მიმდინარეობისას. მიმაჩნია, რომ ორგანიზაციას აქვს დიდი პოტენციალი და გამოცდილება, რომ ნებისმიერი პროექტი წარმატებით განახორციელოს“, -თქვა ცენტრის ექიმმა ნინო კილაძემ.
ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ ორგანიზებული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მონაწილეთათვის, როგორც ინფორმაციული, ისე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა.