პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,ტოლერანტის“ ახალი პროექტი

პრობაციონერების რესოციალიზაციის პროექტის შემდეგ უკვე ახალი პროექტი ყოფილ პატიმრებზე. ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ამჯერად ,,ყოფილი პატიმრების ინტეგრაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე – ჯავახეთის რეგიონში” პროექტს ახორცილებს.
,,მართალია საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული, მაგრამ ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ვერ ფარავს და ამდენად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი პროექტის განხორციელება პირველია და შეიძლება ითქვას პოლოტური. ამის გათვალისწინებით საქმიანობებიც მრავალმხრივია და ხელს შეუწყობს რეგიონში ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სოციალურ ინტეგრაცია რეაბილიტაციას, მათი უფლებების დაცვას“, - ამბობს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი.

პროექტი ხორციელდება სამცხე ჯავახეთში არსებული ორგანზიაცია “ფაროსისა” და ასოცირებული პარტნიორის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დეპარტამენტის მონაწილეობით.
პროექტს ევროკავშირი აფინასებს და ხანგძლივობა 18 თვეა.