პრობაციონერების რესოციალიზაციისთვის
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 08:58
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2141
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ დეკემბრის თვიდან დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ,,პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერები) ახალგზარდების უფლებების დაცვა, მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ განხორციელება.
პროექტი 18 თვიანია და განხორციელდება ძირითადად სამი მიმართულებით:
• სამცხე-ჯავახეთში პირობით მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება, რესოციალიზაციის ხელშეწყობა შემდგომში დასაქმების მიზნით ;
• რეგიონის ახალგაზრდობის (არასრულწლოვანები, ახალგაზრდობა) სამართლებრივი ცნობიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების გზით დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა;
• საინფორმაციო კამპანია-ადვოკატირება;
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო მონაცემებით 518 ახალგაზრდა პრობაციონერია. მათი ასაკი 18 -დან იწყება და 30 წლამდე ადის, თუმცა არიან არასრუწლოვნებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობაც კვლევის შემდეგ დადგინდება.
პროექტი ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური ცენტრის და ასოცირებული პარტნიორის სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით.