პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

მილოცვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ულოცავს ყველა მუსლიმანს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და თითოეულ მათგანს წარმატებებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
დღესასწაული, რომელიც 20 -დან 24 მარტამდე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.
მუსლიმანები 21 მარტს გაზაფულის შემოსვლასა და ახალი წლის დადგომას ერთდროულად ზეიმობენ. 21 მარტს ,,ბაირამობის’’ აღნიშვნას მუსლიმანები ასტროლოგიურ მოვლენას უკავშირებენ. მათ სწამთ, რომ გაზაფხული და ახალი წელი მაშინ დგება, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უთანაბრდება. მანამდე მუსულმანებისთვის 4 მნიშვნელოვანი კვირაა, თითოეულს 4 სტიქიის: წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის სახელი ჰქვია.
,,ნოვ რუზ’’ სპარსულად ახალ დღეს და ბარაქას ნიშნავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.