პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ახალი პროექტის პრეზენტაცია

21 მარტს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" პრეზენტაცია.

პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახორციელებს.
პროექტის მიზანია - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში რესოციალიზაცია–მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, პროფესიული სწავლების, დასაქმების სოციალური და ყოფითი პრობლემების გადაჭრისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით.
. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ :

 

• დონორი ორგანიზაცია-ევროკავშირი;
• სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები;
• ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;
• საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო;
• რეგიონის პრობაციის ბიურო;
• რეგიონის სამართალდამცავი სტრუქტურები (პროკურატურა, პოლიცია);
• რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულები: სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები;
• რეგიონში არსებული პროფესიული გადამზადების ცენტრები;
• ახალგაზრდული დეპარტამენტი;
• ბიზნეს სექტორი;
• რეგიონის მასმედია.