მოხალისეები არასამთავრობო სექტორის გასააქტიურებლად
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 10:15
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2358
21 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეებსა და არასამთვრობო სექტორს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტის ირგვლივ შედგა, რომელსაც მშვიდობის კორპუსის მოხალისე კელი გალაგერი (ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მოხალისე) სამ მოხალისესთნ ერთად განახორციელებს.
. პროექტი ცოდნის უნარ-ჩვევებისა და ურთიერთობების განვითარება ახალციხის არასამთავრობო სექტროში მიზნად ისახავს ტრენინგების საშუალებით არასამთავრობო სექტორის მეტად გაქტიურებას.
ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობა შეინიშნება, ეს ტრენინგები მეტად მნიშვნელოვანი იქნება - ითქვა შეხვედრაზე.
ხუთი ტრენინგი: ეფექტური პროექტის შედგენა, თქვენი პერსონალის ეფექტური მართვა, ( ეს ტრენინგი მხოლოდ დირექტორებისთვისაა გამიზნული) თქვენი ორგანიზაციის დონორთა და სხვა დაინტერესებულ პირთა წინაშე პოპულარიზაცია, ადვოკატირება სოციალური ცვლილებების მიზნით, რატომ გვჭირდებათ მოხალისეთა პროგრამა ეტაპობრივად ა პრილის თვეში დაიწყება და ივნისში დამთავრდება.
იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღონ ზემოთაღნიშულ ტრენინგებში საჭიროა ორგანიზაციის დირექტორმა ელ.ფოსტით გამოაგზავნოს მონაწილის მონაცემები აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
როგორც კელი გალაგერმა აღნიშნა ტრენინგების ნაწილი ორდღიანი ნაწილი კი ერთდღიანი იქნება.
პროექტს ამერიკის მშვიდობის კორპუსი აფინასებს.