პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

„ტოლერანტის “ სამედიცინო აქცია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის “ ინიციატივით ახალციხეში ჯამრთელობის სახლ ,,ნათია-777“ -ში რეპატრირებული მესხი ქალებისთვის სამედიცინო აქცია მოეწყო.

აქციის მიზანი უფასო გინეკოლოგიური შემოწმება და ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებზე კონსულტაციები იყო. აქციაში ასოციაცია „ჰერა-XXI’’კვალიფიციური გინეკოლოგები იყვნენ ჩართულები. .
აქციის ფარგლებში გინეკოლოგიური შემოწმება ათ ქალბატონს ჩაუტარდა, გარდა ამისა ყველას საჩუქრად ორალური აბები, კონდომები და საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ. სურვილის შემთხვევაში აქციის ფარგლებში უფასო იყო შიდა საშვილოსნოს სპირალური მომსახურებაც.

 

„ჩვენი ორგანიზაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში უკვე მრავალი წელია რაც მუშაობს და გვინდა ამ ქალბატონებსაც დავეხმაროთ“,- გვითხრა ასოციაცია „ჰერა - XXI“ დირექტორმა ნინო წულეისკირმა.

მუხაბათ სეიფულოვა რამდენიმე წელია რაც უშვილობის მიზეზებს იკვლევს. გინეკოლოგთან კონსულტაციისას გაარკვია, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ფარისებრი ჯირკვალი ყოფილა.
„გინეკოლოგმა ჩიყვის გამო ენდოკრინოლოგთან მკურნალობა მირჩია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უშვილობას იწვევს“,- თქვა მუხაბათ სეიფულოვამ.

„აქციაში რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ ინიციატივით მოეწყო ჯამრთელობის სახლიც ჩაერთო და საჭირო ინვენტარით უზრუნველყო „ჰერა -XXI“ გინეკოლოგები. იმედია დღევანდელი დღე ქალბატონებისთვის ნაყოფიერი იქნება და მიწოდებული ინფორმაცია მომავალშიც გამოადგებათ“, - აღნიშნა შპს ,,ნათია -777“ დირექტორმა რეზო ანდღულაძემ.